მწერლობა – შენს მიღმა არსებული შესაძლებლობათა რეალიზება

‘’მწერლობა რომ არა, ალბათ ოპერის მომღერალი ვიქნებოდი. იმიტომ, რომ ოპერა ძალიან მიყვარს. ან ვიქნებოდი დირიჟორი, მხატვარი. სულაც ისტორიის მასწავლებელი. არ ვიცი კიდევ რა შეიძლება ვყოფილიყავი. ა, რეჟისორი, თეატრის რეჟისორიც ვიქნებოდი. აი ასე, რამდენიმე ამბავი ვიქნებოდი’’,ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.

მწერლობა კი იმიტომ გადაწყვიტა, რომ მისი აზრით, ეს სფერო ყველა ამ კომპონენტს აერთიანებს.

ლიტერატურაში რაღაცნაირად შეიძლება მოხდეს კომპენსირება იმ ყველაფრისა, რაც რეალურად არ გაქვს, ან რაც არ გამოგივიდა. მწერლობა – შენს მიღმა არსებული შესაძლებლობათა რეალიზებაა”.

მისი ახალი რომანი ‘’ლიტერატურული ექსპრესი’’- სწორედ ამაზეა. პერსონაჟზე, რომელსაც რეალურად ხელიდან დაუსხლტა საყვარელი ადამიანი და თითქოსდა ბედისწერის არჩევანის დროს სხვა გზა აირჩია. შემდეგ ეს აისახება მის საქმეში, ლიტერატურაში და ტექსტებშიც.

წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. როცა მიხვდა, რომ ყველაზე მეტად ეს საქმე ართობდა და სიამოვნებდა 17-18 წლის იყო.

‘’მაშინ როცა ჩემი პირველი პიესა ვნახე დადგმულული და ჩემი დაიბეჭდილი ტექსტები წავიკითხე გავუცხოვდი. მივხვდი, რომ ეს რაღაცა სხვა ამბავია

_ დიდი მწერლების ნაწარმოებმა თუ იქონია თქვენზე გავლენა?

_ ცხადია. ვფიქრობ, რომ წერის დაწყების ერთერთი მიზეზი, კითხვის სიყვარულია. ბევრი ინსტიქტი სწორედ სხვათა ტექსტებიდან მოდის. მეც მსურდა, მიმებაძა მათთვის. დიდი მწერლები ფორმის მოძებნაში გეხმარებიან. საბოლოოდ კი ამ გავლენებიდან შენი საკუთარი ხმა გამოიწრთობა. ძალიან ბევრი მწერალია ისეთი, რომლის წიგნის წაკითხვის მერე ვიფიქრე, რომ ნეტა ეს დამეწერა-მეთქი. მქონია შემთხვევა მიფიქრია, ეს ზუსტად ჩემნაირად ფიქრობს, ისე, როგორც მკითხველი. გენიოსის თვისებაც სწორედ ეს არის. შენ გგონია, რომ აბსოლუტურად შენ ხმაზე ლაპარაკობს.

_ მწერალს შეუძლია თავისუფალი იყოს თავისი ნაწარმოების, ჟანრის, თემის, სტილის შერჩევაში, მაგრამ არ შეიძლება ცხოვრობდე საზოგადოებაში და თავისუფალი იყო საზოგადოებისაგან. როგორია საზოგადოების გავლენა და რამდენად თავისუფალი ხართ წერისას?

_ არ არსებობს ალბათ მწერალი, რომელიც ვერ გრძნობდეს რაღაც უხილავ მკითხველს, როგორც სუბიექტის არსებობას შენს გვერდზე. არ ვიცი როგორ წერდა კაფკა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ მისი ტექსტები არ დაიბეჭდებოდა. სიკვდილის წინ მეგობარს კიდეც დაუბარა დაწვიო, თუმცა საბედნიეროდ მან ეს ანდერძი არ აღუსრულა. არ ვიცი ასეთი ტიპის მწერალი რას გრძნობს მარტოობაში, მაგრამ როგორც წესი წერის დროს შენ მაინც აღიქვამ, რაღაც უხილავ ყურადღებას.

_ როგორი გარემო უნდა იყოს რომ წერის განწყობა შეგექმნას?

_ მარტოობა და სიმშვიდე. ეს რთული სფეროა. კარები უნდა გამოხურო. დარჩე შენ თავთან, შენ ფურცლებთან და უნდა წერო. ყველაზე კომფორტულად წერ დღის საათებში. ღამე უფრო ისეთია, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ კაი რაღაც დაწერე და დილას დაგხვდეს სრული აფსურდი.

_ ამბობენ, დიდი პოეზია დიდ მკითხველთან ერთად იქმნებაო, როგორი მკითხველები ვართ ქართველები?

_ საერთოდ, მკითხველები არ ვართ. თუ მკითხველი შეგვხვდა კარგია. ის ძალიან კრიტიკული, და უკომპრომისოა. რთულია კარგი მკითხველის მოტყუება. ბევრი საერთოდ არ კითხულობს და ბევრმა საერთოდ წერკითხვა არ იცის.

_ კრიტიკა როგორ მოქმედებს თქვენზე?

_ ბუნებრივია, გწყინს როცა გაკრიტიკებენ. მერე როცა დრო გადის, თუკი იდეოლოგიური სახის არ არის ეს კრიტიკა, ცხადია ითვალისწინებ. მაგარი კრიტიკოსის ნათქვამი წინ დაგხვდება.

_ლიტერატურული ნაწარმოების ფორმა და შინაარსი ავტორის ასარჩევია, დანარჩენი მკითხველმა უნდა განსაჯოს. ‘’პირევლი რუსი”-ის ირგვლივ აგორებილი სკანდალი, მოთხრობის არასწორად გაგების ბრალია. მას მერე თუ ფრთხილობთ მსგავს საკითხებზე წერისას?

_ არ ვფრთხილობ. პირიქით, გავბრაზდი. მინდოდა, ის რაც დამაბრალეს და რეალურად არ ეწერა დამეწერა. რომ გავბრაზებულიყავი და ჩემში ეს თვითცენზურის ელემენტები ჩამეკლა. იდეოლოგიური კრიტიკა დამღუპველია. მეტნაკლებად საინტერესო ტექსტი, ყოველთვისაა პროვოკაციული. პროვოკაციულია ‘’ჯაყოს ხიზნები’’, ‘’კაციაადამიანი’’. შეუძლებელია ეს ასე არ იყოს.

_ თბილისი არის ქალაქი, სადაც აჩრდილები დალივლივებენ და გიმტკიცებენ, რომ შენც აჩრდილი ხარ…” ამბობს აკა მორჩილაძე. როგორია ლაშა ბუღაძის თბილისი?

_ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდენტობის ნაწილია თბილისი. ჩვენ რაღაცნაირად ამ სივრცეში ვართ ჩაკეტილები და ხშირად როცა ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ იმის გათავლისწინებით თუ რა ხდება თბილისში. ქართული ლიტერატურა ჩაკეტილია თბილისურ ლიტერატურულ გეოოგრაფიაში და ალბათ ყველაზე დიდი გაღწევა იქნება როცა ჩვენ გავარღვევთ ამ ბინებს, ამ კედლებს, ამ ქუჩებს და აი ამ უფრო დიდ სივრცეში გავა ქართული ლიტერატურა. ლელა ზაქარეიშვილი

ლელა ზაქარეიშვილი

This entry was posted in საზოგადოება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s