საქართველოში საკვები-პროდუქტების ვარგისიანობა არ მოწმდება

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში სურსათის მაღაზიები გასაყიდი პროდუქტის მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ხშირად, მომხმარებელი პროდუქტს ბრენდის ცნობადობის მიხედვით ირჩევს, თუმცა ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ჯამრთველობისთვის ესა თუ ის პროდუქტი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე, დიდი რაოდენობით საკვებდანამატების შემცველი, იმპორტირებული პროდუქტის მოხმარებისასაა. საკვები- დანამატი პროდუქტს ამჟავებისგან და დაძველებისგან იცავს, თუმცა შესაძლოა საშიში დაავადებების გამომწვევიც იყოს. საერთაშორისო ნომერი, რომელიც პროდუქტში საკვებდანამატების შემცველობას გამოხატავსE ასოთი აღინიშნება. მომხმარებელთა უფლებათა ფედერეცია, ზოგიერთი საკვებდანამატის შემცველი პროდუქტის გაყიდვას კრძალავს.

საქართველოში აკრძალული საკვებდანამატებია: E121, E123, E240, E924a, E924B ევროკავშირში კი შემდეგი E103, E105, E111, E121, E125, E126, E130, E152, E181

E არარეკომენდირებული საკვებდანამატების სიაც საკმაოდ ვრცელია. მათი უმრავლესობა, კონკრეტული დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს.

საკვებიდანამატების ხანგრძლივი მიღება – ორგანიზს იმუნიტეტს უქვეითებს. ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული საკვების მიღებით არ არის გამოწვეული, დაავადება დროთა განმავლობაში სხვადასხვა საკვებდანამატების ერთმანეთთან შერევით მწიფდება”, – აცხადებს ტოქსიკოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ინგა ღვინერია. საკვებდანამატებს ძირითადად ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი შეიცავს.. “ჩიფსები”, “ჩუპაჩუპსი”, “საღეჭი რეზინიდა სხვადასხვა ტკბილეული. პედიატრები ვერ საუბრობენ იმაზე, თუ რომელი საკვებდანამატი რომელ დაავადებას იწვევს, თუმცა ცალსახად აღნიშნავენ, რომ დაავადებების პროვოცირების საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს: “საკვებიდანამატების შემცველი პროდუქტების მიღება საშიშია. შეიძლება ბავშვთა ქცევის პათოლოგია, ღვიძლის დაზიანება და ავთვისებიანი სიმსივნეც გამოიწვიოს”, – ამბობს ბავშვთა პოლიკნინიკის პედიატრი ეთერ ლაბაძე.

იმის გამო, რომ საქართველოში შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს, პროდუქტების ვარგისიანობის კვლევა არ ხდება. სურსათის უვნებლობის სამსახურს მხოლოდ მონიტორინგის ფუნქცია აკისრია. ჯანმრთელობისთვის საშიში საკვებდანამატის შემცველი პროდუქტის იმპორტირების აღკვეთა მის უფლებამოსილებას აღემატება. სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი მაია მეტრეველი ამბობს, რომ ვერც ერთმა კერძო ლაბორატორიამ ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლითაც საკვები პროდუქტების ვარგისიანობის გამოკვლევა შესაძლებელი იქნებოდა. მისი თქმით, 2011 წელს გაიხსნება სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც ამ კუთხით შესაბამის კვლევებს ჩაატარებს.

მომხმარებელი ამ პრობლემის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია. უემეტესობა, პროდუქტის შეძენისას მის შემცველობას ყურადღებას არ აქცევს. ექიმების თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მანამ, სანამ შესაბამისი ლაბორატორია შეიქმნება, მოსახლეობას სთხოვენ პროდუქტის შეძენისას E ასოთი აღნიშნულ საკვებდანამატის საეთაშორისო ნომერს ყურადღებით დააკვირდნენ. საკვები პროდუქტები

თათია დვალიშვილი

This entry was posted in საზოგადოება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s