რატი ამაღლობელი – რთულად წასაკითხი წიგნი

თავისუფლებას დაეძებს ყველგან… თავისუფლებას ასწავლის შვილს. თვლის, რომ წერა თავისუფლებაა – ამიტომაც წერს.. მისთვის პოეზია სამყაროს ხედვის საშუალებაა. ცდილობს ირგვლივ ყველაფერი ამოიცნოს. “პოეზია არის სფერო სადაც შეიძლება ბოლომდე დაიხარჯო და უკმარისობის განცდა არ დაგრჩეს”, – ამბობს პოეტი – რატი ამაღლობელი. წერა ბავშვობაში დაიწყო, მაშინ, როდესაც ირგვლვ ყველაფერი აინტერესებდა. ”ყველაფრის საქმის კურსში მინოდა ყოფნა, ვინტერესდებოდი დეტალებით, ამაზე ჩემი მშობლები ძალიან ხალისობდნენ“ – ასე იხსენებს რატი მის პირველ გატაცებას. პირველი ლექსი იუბილარ ბაბუას მიუძღვნა: “აღარ მინდა ჟუვაჩკები აღარ მინდა მონეტები ბაბუ ძალზედ მენარები, მინდა გნახო შენ! “ სახლში პოეზიის საღამოების მარტავდა, თან ფეხბურთელობაც სურდა, კითხულობდა ბევრს… გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში – “ცალცალკე და ერთად” ვკითხუოლბთ, “მკითხველთა წრიდანაა მუდამ გამოსული კარგი მწერალი, და რაგინდ დიდი ვეფხვი დადგეს, ვეფხვზე მაინც ამბობენ კატისებრთა ოჯახიდანააო”, რას იტყვით, თქვენს შემთხვევაში როგორაა, განიცდიდით დიდი პოეტების გავლენას? -“яблоко от яблони не далеко падает” – ასე რომ, ჩემზეც იგრძნობა ეს გავლენა. მიყვარს გალაკტიონი, ვაჟა. რომ არ არსებობდეს ავთანდილის ლოცვა, გალაკტიონის პოეზია და ვაჟას სტუმარ-მასპინძელი, არ ვიცი როგორ ვიცხოვრედი. რომ არა ეს პოეტები ამ ცოცხალ პროცესში მონაწილეობა ძალიან გამიჭირდებოდა. როდესაც წერთ, ხალხის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობთ? – არავითარ პასუხისმგებლობას! Mვწერ მხოლოდ ჩემთვის, წერა თავისუფლებაა. უმთავრესი საკუთარ თავთან მუშაობა და ტექსტის შექნის პროცესია. არ მაინტერესებს სვხა ჩემზე რას იტყვის, როგორ მიიღებს ან შეაფასებს ჩემს ლექსს. რომ არა მკითხველი, მაინც დაწერდით ლექსებს? კი, აუცილებად დავწერდი. საერთოდ, მკითხველი ძალიან ეგოისტია – ყველაფერში მხოლოდ საკუთარ ისტორას ეძებს. ჩემთვის ლექსის წერა სიამოვნებაა. ზოგი ამას მუზას Eეძახის, სხვები გახსენებას. ეს განწყობა შეიძლება ნებისმიერ დროს მეწვიოს – სახლში, მთაში ან ძილში. წერის გარდასხვა საქმის კეთების სურვილი არასდროს გქონიათ? უფრო სოციალური სფერო მხიბლავს. რომ არა პოეტი, ალბათ ექიმი გამოვიდოდი. ექიმი იმიტომ, რომ ადამინების სიცოცხლის სადარაჯოზე ვყოფილიყავი. მაქვს ამბცია, რომ საზოგადოების მსახური ვიყო. ვთვლი, რომ ეს ჯანმრთელი ამბიციაა. ვერასდროს წავიდოდი პილიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მყავდნენ ადამიანები, რომლებიც გზას გამიკვალავდნენ. ვერ ვიტან, როცა ჩემსE სახელს პოლიტიკური პიარისთვის ან ფულის საკეთებლად იყენებენ, ასეთსEშემოთავაზებებს არასდროს ვთანხმდები. თავისუფალ დროს გუდაურში ატარებს, სრიალებს თხილამურებზე და ცდილობს ეს სპორტი დაჩისაც შეაყვაროს. დაჩიმისი შვილია. ჯერ 6 წლისაა, სკოლაში წელს მიდის. მამას ყოველთვის უჯერებს, რადგან ის არაფერში ზღუდავს და დამოუკიდებლობას აჩვევს. ”მეუღლე ჩემი მეგობარია, იდეალური ურთიერთობა გვაქვს” – ამბობს რატი. ”მეგობარი ნიშნავს თანამოაზრეს, თანამებრძოლს, საერთო ფასეულობის მქონე ადამიანს. ასეთი ცხოვრებაში ძალიან ცოტა მყავს”. ამჟამად ის ”ვიციპედიაში” კითხულობს ლექციებს. თავის თავს, როგორც ლექტორს ვერ აფასებს. ამბობს, რომ როცა დაინახავს, რომ მისმა შეგირდებმა სიზარმაცე მთლიანად დაძლიეს, მაშინ ჩათვლის თავს კარგ ლექტორად. თავის თავზე ძუნწად საუბრობს. აღიარებს, რომ საკუთარი თავის დახასიათება არ უყვარს. თავს რთულად წასაკითხ წიგნს ადარებს. ამბობს, რომ წელიწაში მინიმუმ 10 მობილურ ტელეფონს კარგავს, ეკარგება კომპიუტერიც. არასდროს იცის რა ხდება ირგვლივ. და ყოველთვის სადღაც აგვიანდება. რატი ამაღლობელი

მაიკო ჭუმბურიძე

This entry was posted in ვარდისფერი სათვალე. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s