”სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარება ყველა მასწავლებელს მოუწევს”

განთლების სისტემაში მიდმინარე რეფორმების მორიგი ტალღა მასწავლებელთა სასერთიკაციო გამოცდებით გრძელდება.

პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდა სახელმწიფოს დაფინანსებითა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2010 წლიდან ყოველწლიურად ჩატარდება. საგამოცდო ტესტების ფორმასა და შინაარსზე მუშაობა 2008 წლიდან დაიწყო.

საქართველოში საშუალო საგანამანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობით 80 ათასამდე ადამიანია დაკავებული. სასურველია, რომ ყველა მათგანმა სერთიფიცირების გამოცდა ჩააბაროს და გამსვლელი ქულა მოიპოვოს. სხვა შემთხვევაში, მათ სერთიფიცირებული მასწავლებელები ჩაანაცვლებენ.

როგორც სერთიფიცირების კოორდინატორი, თამარ მოსიაშვილი ამბობს, 2014 წლისთვის საქართველოში სერთიფიცირებულ მასწავლებელთა საჭირო რაოდენობის არ არსებობის შემთხვევაში, მუშაობას უსერთიფიკატო მასწავლებელებიც გააგრძელებენ. ამით თავიდან იქნება აცილებული სასწავლო პროცესის ჩაშლის საფრთხე.

“უსერთიფიკატო მასწავლებელების სამუშაო ადგილი ვაკანტური იქნება, ისინი მუშაობას გააგრძელებენ მანამ, სანამ ისეთი კადრი არ მოვა, რომელსაც სერთიფიკატი ექნება”, – განმარტავს მასწავლებელთა პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტი ტატო შავშიშვილი.

საგნობრივი ტესტები მასწავლებლების უმრავლესობისთვის მისაღებია, პროფესიული უნარების ჩაბარებაზე კი – განსხვავებული აზრი აქვთ. პედაგოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მასწავლებელი ვალდებულია პროფესიულ უნარებს ფლობდეს, ზოგისთვის კი, მნიშვნელოვანი ის გამოცდილებაა რომელიც წლების განმავლობაში უგროვდება.

”დღევანდელი სწავლება შედეგზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, დამწყებ მასწავლებელთათვის სერთიფიცირება დასაშვებია. ის პედაგოგი კი, ვისაც გამოცდილება აქვს და ბავშვს საგანს წარმატებულად ასწავლის გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს. მეთოდიკა ინდივიდუალურია, ამიტომ ტესტირების შედეგად გაცემული პასუხებით მასწავლებლის კომპეტენცია ვერ გაიზომება”, – აცხადებს 23-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიკა მუმლაძე.

ფიზიკის მასწავლებელი ნათელა ინასარიძე მიიჩნევს, რომ გამოცდები მხოლოდ პროფესიული დონის შემოწმებას უნდა ითვალისწინებდეს. პრაქტიკოსი მასწავლებელის პროფესიული უნარები კი – გასაუბრებით ფასდებოდეს. რაც შეეხება კოდექსებს, რის ცოდნასაც მასწავლებელს ახალი პროგრამა ავალდებულებს, ნასარიძის აზრით სავლადებულო არაა.

ამავე სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი მაკა ნადარეიშვილი სერთიფიცირებას მისაღებად მიიჩნევს და ამის დასტურად ის ერთ-ერთია იმ 14 ათასამდე პედაგოგში, რომელიც სერთიფიცირების გამოცდებზე უკვე დარეგისტრირდა.

პირველ ეტაპზე გამოცდებს ქართულენოვანი სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენებისა და მათემატიკის მასწავლებლები ჩააბარებენ. რამდენიმე კვირის წინ მათთვის გამოცდების გენერალური რტეპეტიცია ჩატარდა. განათლების სამინისტროს ინფრომაციით მასში მონაწილეობა 24 ათასამდე პედაგოგმა მიიღო.

”გენერალური რეპეტიციით უნდა განსაზღვრულიყო გამოცდენბისთვის გამოყოფილი დრო, ტესტური დავლებების სირთულე და გამსვლელი ქულა.” – ამობს თამარ მოსიაშვილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მასწავლებელმა სერთიფიკატის ასაღებად მოცემული დავალებების 60% წარმატებით უნდა დაძლიონ. გამოცდების გენრალურმა რეპეტიციამ გამოავლინა, რომ უცხო ენის გამოცდისთვის გამოყოფილი 2 საათნახევრიანი დრო საკმარისი არ არის. ამის გამო, სგამოცდო დრო ნახევარი საათით გახანგძლივდა.

გამოცდებთან დაკავშირებით შესწორებეიბის შეტანა სურთ პედაგოგთა პროფკავშირებს. ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებალია მასწავლებელმა წინასწარ იცოდეს ის ტესტური დავალებები რაც გამოცდაზე მივა.

ტატო შავშიშვილი კი საპირისპიროს ამტკიცებს. მას მიაჩნია, რომ სხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მასწავლებელმა არ შეიძლება რაიმე კითხვის პასუხი დაიზეპიროს და გამოცდაზე ისე შემოხაზოს.

პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირის ვიცე პრეზიდენტს მაია ლიპარტელიანს მიაჩნია, რომ მასწავლებელებლის მოტივაციის გაზრდა, ხელფასის ზრდითაა შესაძლებელი. ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ხელფასის მომატების შემთხვევაში მასწავლებლის ინტერესი გაიზრდება და სერთიფიკაციის მსურველიც ბევრი გახდება.

განათლების სამინისტროს სერთიფიცირების კოორდინატორი მაია მოსიშვილი, ამობს, რომ სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არაა. სერთიფიკატი მასწავლებლს პროფესიული ზრდითსვისა ესაჭიროება.

მაია ლიპარტელიანი კი აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო მასწავლებლებს სხვა გზას არ უტოვებს გარდა სერთიფიცირებისა: “მასწავლებლებს მხოლოდ გამოცდაზე გასვლის დრო შეუძლიათ აირჩიონ. თუ სამსახურში დარჩენა უნდათ ადრე თუ გვიან სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასვლა მანიც მოუწევთ”. ლიპარტელიანი აქვე დასძენს, რომ ჯერ არ არსებობს საგამოცდო პროგრამა და (და არა სანიმუშო ტესტები, მაგალითად, როგორც ადვოკატებისთვის) შესაბამისი ლიტერატურა, რომლითაც პედაგოგს საგამოცდოდ მომზადება შეეძლება.

სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, განათლების სამინისტრო ყოველწლიურად თითოეულ მასწავლებელზე 160 ლარს გამოყოფს. ეს თანხა ტრენინგების გავლაში და პროფესიული კრედიტების დაგროვებაში უნდა გაიხარჯოს. თუ მასწავლებელი ტრენინგ-კურსებს წარმატებით გაივლის, მისი კვალიფიკაცია გაიზრდება. თუ უარს იტყვის ტრენინგ-კურსებზე და მისი კვალიფიკაცია 8 წლის განმავლობაში, დაწესებულ ზღვარს ვერ გადასცდება, იგი ვალდებულია სასერთიფიკაციო გამოცდა თავიდან ჩააბაროს.

მოსწავლეების მშობლების უმეტესობა მასწავლებელთათვის სასერთიფიკაციო გამოცდების დანიშვნის ფაქტს მიესალმება.

”მე, დედჩემსა და ჩემს შვილს ერთი და იგივე პედაგოგი გვასწავლიდა, შესაძლოა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრმა მისი კომპეტენციის საკითხი ეჭვქვეშ არც კი დააყენოს, მაგრამ მე კითხვა მიჩნდება: შეეფერება მისი ცოდნა თანამედროვე მოთხოვნებს? ვფიქრობ, სასერთიფიკაციო გამოცდები ამ და სხვა უხერხულ კითხვებს პასუხს გასცემს”, _ აცხადებს 6 კლასელი მაკას მშობელი. სასერთიფიკაციო გამოცდები

გელა ბოჩიკაშვილი

About these ads
This entry was posted in საზოგადოება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s